ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის შესარჩევი ტურები გაიმართა
3 და 4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOI 2025) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 30 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 2025 წლის ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IOI 2025 27 ივლისი - 3 აგვისტო , სუკრე, ბოლივიაში ჩატარდება.