ბიოლოგიის 35- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
18 და 19 მაისს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2024 წლის ბიოლოგიის 35-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IBO 2024) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20 მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 7-14 ივლისს ქალაქ ასტანაში (ყაზახეთი) ჩატარდება.