ფიზიკის 54- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
9 და 10 მაისს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა ფიზიკის 54- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPHO 2024) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 2024 წლის ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადა 21-29 ივლისს, ქალაქ ისპაჰანში (ირანის ისლამური რესპუბლიკა) ჩატარდება.