მათემატიკის 65- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
15 და 16 მაისს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2024 წლის მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IMO 2024) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20 მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 10-22 ივლისს ქალაქ ბათიში (გაერთიანებული სამეფო) ჩატარდება.