ქიმიის 56- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
11 და 12 მაისს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, გაიმართა 2024 წლის ქიმიის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (ICHO 2024) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 12 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 21-31 ივლისს , ქალაქ რიადში (საუდის არაბეთი) ჩატარდება.