შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ინფორმატიკის 36-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2024), რომელიც ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მელიქიშვილი, ხოლო საპატიო სიგელები გადაეცათ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი სულამანიძესა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ოთარ ციბაძეს.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი, ასისტენტი-ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, დამხმარე პედაგოგი - გურამ ქოთოლაშვილი.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.