საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
აბრევიატურა -BRG
კონკურსის მიზანი: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა - ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, კვლევის პროცესის ინტეგრაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა მათი ჩართვით კვლევაში, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
საპროექტო განაცხადი ტიპი - ინსტიტუციური
კონკურსის სამიზნე ჯგუფები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.
კონკურსის კოორდინატორები: თამარ აზარიაშვილი, ქეთევან გორგაძე