შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

 როგორც თქვენთვის ცნობილია,  საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების დახვეწის მიზნით რუსთაველის ფონდმა 2021 წლიდან დანერგა შეფასების პროცედურების უახლესი მიდგომები. ეს გულისხმობს პროექტის შეფასებას 3 ეტაპად:

  1. თითოეული პროექტის შეფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
  2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebutal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);
  3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

გაცნობებთ, რომ დასრულდა 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

2021 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე კონკურსანტებს გაეხსნებათ შესაძლებლობა,  გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი.

გთხოვთ, აკონტროლოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელ. ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF-SC), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო კონფიდენციალური ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს 24 სექტემბერს, 4 სთ-ზე.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტით.