შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Twinning პროექტის - “ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის” მმართველი კომიტეტის მორიგი შეხვედრა

 

2022 წლის 11 ივლისს პროექტის მართვის კომიტეტის მე-9 შეხვედრა გაიმართა. პროექტის ჯგუფმა პროექტის სხვადასხვა კომპონენტის შედეგები წარადგინა, ფონდის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესახებ შიდა სემინარის ჩათვლით.

დისკუსია ასევე შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, როგორიცაა განათლების სამინისტროს მიერ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება, მისი გამოქვეყნება და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წინაშე წარდგენა. ასევე, პროექტის ჯგუფმა წარადგინა შედეგები და უკუკავშირი სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ სემინარების სერიის შესახებ 6 ძირითად დომენზე, რომლებსაც წარმატებით განხორციელდა Twinning-ის გუნდისა და ექსპერტების მიერ.

მმართველი კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს, რომ ფუნქციური და თემატური პრიორიტეტებს კვლავ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამასთან, დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი უკუკავშირი გათვალისწინებული იქნება პრიორიტეტების დოკუმენტის გაუმჯობესებისათვის მუშაობის პროცესში. 
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი გამოყენებითი კვლევის საგრანტო განაცხადის შემუშავების სამუშაო შეხვედრის შედეგების თაობაზე.

პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ Twinning-ის პროექტის წარმატებით დასრულებისათვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე.