შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური ვორქშოფი პროექტის „ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიური ბარჟი“ ფარგლებში

 

10-12 ივნისს   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის  გამოყენებითი  კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის  „ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიური ბარჟი“  ფარგლებში გაიმართა დისტანციური ვორქშოფი, რომელშიც მონაწილეობდნენ ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი (მედიატორი) - სტუ  - ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი; ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ედუარდ კუხალაშვილი - სტუ - ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საგრანტო პროექტის ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიური ბარაჟი“ ხელმძღვანელი,  დოქტორანტები.  პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და ინოვაციურობაზე, საკითხის  აქტუალობაზე, მონაწილე დოქტორანტებმა წარმაოდგინეს პრეზენტაციები.