შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

 

11 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს  თბილისის საერთაშორისო სკოლის უმცროსკლასელები და პედაგოგები    ეწვივნენ. რუსთაველის  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა,  ისტორიკოსმა  ჯაბა სამუშიამ მათ   გააცნო ინფორმაცია ფონდის  იმ კონკურსების შესახებ, რომელთა მიზანი მოსწავლეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი  ინტერესის გაღვივებაა,  ესაუბრა  საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებზე,  მოვლენებზე, ქართველი მეფეების  ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,  უპასუხა დაინტერესებული  მოსწავლეების მრავალრიცხოვან კითხვებს.  შეხვედრის დასასრულს ფონდის გენერალურმა  დირექტორმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.