შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

 

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამუშაო  შეხვედრა გამართეს  დაინტერესებული პირებისთვის    ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების  შესახებ   ინფორმაციის მიწოდების მიზნით. შეხვედრა გახსნა  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილმა.  

რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ხეცურიანი,   სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი ტექნიკური   უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს  ესაუბრნენ საგრანტო   კონკურსების  მიზნებისა და ძირითადი მოთხოვნების, პირობების  შესახებ.

ამავე შეხვედრაზე „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის,  ეროვნულმა საკონტაქტო პირმა ნინო როდონაიამ წარადგინა პრეზენტაცია  „ჰორიზონტი ევროპას“ გაფართოების  მიმართულების ახალი  კონკურსების და პირობების შესახებ.  ღონისძიება   დამსწრეთა აქტიური ჩართულობით,  კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.