შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ჰორიზონტი ევროპა“ ოფისის ონლაინ გახსნა უკრაინაში

 

უკრაინის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოწვევით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა  თეიმურაზ დოჭვირმა მონაწილეობა მიიღო  ,,ჰორიზონტი ევროპა“ ოფისის  გახსნის საზეიმო ცერემონიაში.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:  ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარი ილიანა ივანოვა, ევროკავშირის ელჩი უკრაინაში  და უკრაინის ხელისუფლების მაღალი  წარმომადგენლები.

ილიანა ივანოვამ  მკაფიოდ გაუსვა ხაზი უკრაინაში კველევებისა და ინოვაციების განვითარებას,   ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში  ,,ჰორიზონტი ევროპა“  ოფისის მნიშვნელოვან როლს.