შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.

 აღნიშნული პროექტით საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტისმეცნიერება კაპიტანიაძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. ისტორიაში პირველად საქართველო გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა დაჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, რომელიც ფესტივალისევროპელ მკვლევართა ღამესპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

 „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.

 „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.