შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროკავშირის  Twinning  პროექტის  „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, ავსტრიასა და გერმანიაში   მიმდინარე  სამუშაო ვიზიტისას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ვიცე-პრეზიდენტსა  და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.  

 ავსტრიის სამეცნიერო ფონდში გამართულ მნიშვნელოვან  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის  საქმიანობასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას, მის საერთაშორისო  აქტივობებსა და პროგრამებს,  გაიმართა  „მრგვალი მაგიდა“  მეცნიერების პოლიტიკის საკითხებზე ფონდის ვიცე პრეზიდენტის, გერლინდ მაუთნერისა და აღმასრულებელი ვიცე -  პრეზიდენტის, ურსულა იაკუბეკის მონაწილეობით, რომელზეც  განიხილეს მეცნიერების პოლიტიკის  ისეთი  თანამედროვე გამოწვევები,  როგორიცაა ღია მეცნიერებისა და  ღია მონაცემების  სისტემის დანერგვა, მეცნიერების და ბიზნესის ურთიერთანამშრომლობა.

ასევე გაიმართა შეხვედრა ავსტრიის  კვლევების მხარდაჭერის სააგენტოში, რომელზეც  რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი, ფონდის წარმომადგენლები  გაეცნენ სააგენტოს საქმიანობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე,  მის   სტრუქტურასა და პრიორიტეტებს,  გამოყენებითი კვლევების კონკურსების ორგანიზებისა   და განხორციელების საკითხებს,  მონიტორინგისა და  სამეცნიერო პროექტების შემდგომი რეალიზების  სისტემას,  ურთიერთობას  უნივერსიტეტების საგრანტო ოფისებთან,    გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა აღნიშნულ თემატიკაზე.

ამავე პროგრამის ფარგლებში შედგა  შეხვედრები გერმანიის DRL    პროექტის მართვის სააგენტოში თემაზე „სტრუქტურა და ამოცანები  - გერმანიის  განათლებისა და მეცნიერების  ფედერალურ სამინისტროსთან მიმართებაში“,  ვიდეოკონფერენცია გერმანიის  განათლებისა  და მეცნიერების  ფედერალურ სამინისტროსთან,  გაიმართა - რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის DRL  პროექტის მართვის სააგენტოს  პრეზენტაციები.