შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს საქართველოსთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, გაბრიელე ჰერმანს, ამავე სამინისტროს წარმომადგენელ ოლივერ პიეპერს, გერმანიის კვლევების ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელ მეჩთილდ კოჰლერსა და გერმანიის აეროსივრცის ცენტრის წარმომადგენელს, ჯონ გრუნევალდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ფონდსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის ინსტიტუციებს შორის არსებულ თანამშრომლობას და სხვადასხვა პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებით სამომავლო პარტნიორობის მრავალმხრივი შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე.