შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის განცხადება!

 

როგორც ვიუწყებოდით, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის  მიზნით, 2020 წლის 12 მარტიდან  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ფონდში შეზღუდულია მოქალაქეთა დაშვება.

ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაციის, მათ შორის დაფინანსებული გრანტების ანგარიშის შემოსატანად გამოიყენება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული eflow  და eDocument სისტემები. 

გრანტის მიმღებ ფიზიკურ  პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არ არის ჩართული  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, დოკუმენტაციის გამოგზავნა  შეუძლიათ  შემდეგ ელ.ფოსტაზე  chancellery@rustaveli.org.ge. ამავე მისამართზე მიიღება მოქალაქეთა განცხადებები. 

გაცნობებთ, რომ  უქმდება  ელექტრონული ფოსტა  monitoring@rustaveli.org.geრომელიც შექმნილი იყო  საგანგებო აუცილებლობით!

გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებსა  და ორგანიზაციებს   მონიტორინგის დოკუმენტაცია  ასევე შეუძლიათ გაუგზავნონ ფონდის იმ თანამშრომელს, რომელიც კურირებს მათი პროექტის მონიტორინგს. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადების ან წერილის თანხლებით, ხელმოწერილი გრანტის მიმღები პირის ან ორგანიზაციის  ხელმძღვანელის  მიერ. ფონდის ყველა თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართი მითითებულია ფონდის  ოფიციალურ ვებგვერდზე

დოკუმენტაციის ფიზიკური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ ყველა დოკუმენტი  მოათავსოთ ერთ კონვერტში ან დახურულ ფაილში და დატოვოთ საშვთა ბიუროში.