შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო სიმპოზიუმი „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“

 

 გაიმართა  მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი  „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“. ღონისძიება მხარდაჭერილი და დაფინანსებულია  შოთა რუსთაველის საქართველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის   გამარჯვებული პროექტის  „მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი და სკოლა „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ ფარგლებში. სიმპოზიუმის მონაწილეებს მისასალმებელი  სიტყვით მიმართა  რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ლევან ხეცურიანმა;  მან აღნიშნა, რომ  ქვეყნის   სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება  და  მისი  საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა,  მაღალი დონის  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების ხელშეწყობა რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  

საერთაშორისო სიმპოზიუმი  „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ ხელს შეუწყობს სამეცნიერო აზრის, იდეებისა  და მონაცემების გაზიარებას ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროში, ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.