საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ქიმიის (IChO 2025) 57-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანანო აბულაძემ და არჩილ ზაბახიძემ, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია დოკაძემ. ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანალიდერი - ვახტანგ კურცხალია, ასისტენტი- თინათინ ბუთხუზი, დამხმარე პედაგოგი- სოფიკო ფაცაცია.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან; მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.