შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე შვეიცარიაში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა შვეიცარიაში გამართულ ქიმიის (IChO 2023) 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან პერანიძე.
ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანალიდერი - ვახტანგ კურცხალია, ასისტენტი- თინათინ ბუთხუზი, პედაგოგი- სოფიკო ფაცაცია.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.