შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ბატონ ზვიად გაბისონიას უმასპინძლა

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ფონდსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად შეხვედრა გაიმართა საავიაციო უნივერსიტეტის ფაკულტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე ფონდის კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდა მკვლევარებთან, დოქტორატებთან და მაგისტრებთან, შეხვედრა წარიმართა ძალზეც საინტერესოდ ინტერაქციულ რეჟიმში.

შეხვედრა გახსნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის მიზანია აქტიური თანამშრომლობა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის, უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საინჟინრო ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზა, საფრენოსნო საწაფები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ქალაქ თელავში მდებარე საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული აეროპორტი „მიმინოს“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

სტუმრები გაეცნენ საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტების სამეცნიერო პოტენციალს და დაესწრნენ საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო-საწვრთნელი ფრენების შესრულების პროცესს.