შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და მოადგილე ჯაბა სამუშიამ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა სამეცნიერო სფეროს გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე, ქვეყნის Euraxess-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, ქართველი მკვლევარების მობილობაზე, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის ხელშეწყობაზე, ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის დაწესებულ სახელობით სტიპენდიებზე. უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა მადლობა გადაუხადა ფონდს ნაყოფიერი თანამშრომლობის, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და მეცნიერების ხელშეწყობა-განვითარებისათვის. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.