შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ბელარუსის რესპუბლიკური ფუნდამენტური კვლევის ფონდს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობა

20 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა. მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ  ა.გ.შუმილინმა ხელი მოაწერეს ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ბელარუსის რესპუბლიკური  ფუნდამენტური კვლევის ფონდს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობა. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბელარუსის რესპუბლიკის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა სერგეი გაპონენკომ. ამ თანამშრომლობის მიზანია  მხარეთა შორის  კოორდინაცია, ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა  (რომელიც მოიცავს ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებს  და ინდივიალურ გაცვლით პროექტებს). ასევე განხორციელდა თანამშრომლობის სხვა  აქტივობები; საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე პროგრამის პროექტი (2019-2020წწ); ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე,  თანამშრომლობა მოიცავს მეცნიერების სრულ სპექტრს, მათ შორის, ინჟინერია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.   

SRNSFG- სა და BRFFR- ს ორგანიზებას გაუწევს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება თითოეული მხარის პროგრამის კოორდინატორებისგან. შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების მიერ მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია შემდგომი 3 წლის განმავლობაში.