შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის“

22 დეკემბერს , დისტანციურ ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს მიღებული დოკუმენტის - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის“ და მისი განხორციელების 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობის ფარგლებში გაიმართა  ღონისძიება  „წიაღისეულის მოპოვებისას კვლევებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მომპოვებელ კომპანიებსა და დასაქმებულებს შორის“. 

ღონისძიების   მიზანი იყო დოკუმენტის - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის“ ფარგლებში  მეცნიერებას, აკადემიურ წრეებსა   და ინდუსტრიას  შორის ურთიერთთანამშრომლობის  გააქტიურების ხელშეწყობა.  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და  პრეზენტაციები წარადგინეს  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სხვადასხვა  სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა მეცნიერებმა, რომელთა სამეცნიერო  პროექტებიც შესაბამისი თემატიკისაა -  მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია  წიაღისეულის მოპოვების პროცესთან დაკავშირებული     პრობლემური საკითხების   განხილვა -  გადაჭრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი მაია ქაჯაია , საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს   მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი   თეა ტარიელაშვილი .

 

პრეზენტაციები წარადგინეს ფონდის სხვადასხვა  სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა მეცნიერებმა:

N1.   მოხსენების თემა: წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოს კვლევები

მომხსენებელი: გურანდა ავქოფაშვილი - ქიმიის აკადემიური დოქტორი,  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი  მეცნიერი

ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტი: სამთო მოპოვებით გამოწვეული დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაცია.

N2.  მოხსენების თემა: ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურების და  სტიქიური მოვლენების რისკების   მინიმიზაცია 

მომხსენებელი:  ლალი შავლიაშვილი -  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი   - პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა   და  სტიქიური მოვლენების რისკების   მინიმიზაცია  ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“

ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა   და  სტიქიური მოვლენების რისკების   მინიმიზაცია  ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით.

N3.  მოხსენების თემა: ჭიათურის მანგანუმის საბადოს რადიოეკოლოგიური დახასიათება

მომხსენებელი: ერემია თულაშვილი  -- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - პროექტი   „ჭიათურის მანგანუმის საბადოს რადიოეკოლოგიური დახასიათება“.

ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტები: ჭიათურის (დასავლეთ საქართველო) მანგანუმის საბადოს რადიოეკოლოგიური დახასიათება

 

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ინდუსტრიის წარმომადგენლები . პრეზენტაციების შემდეგ , შეხვედრა გაიმართა კითხვა - პასუხის რეჟიმში.