შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ჰორიზონტი 2020“-ის კონფერენცია

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, 9:00 – 17:30 საათაზე,  სასტუმროში ’Holiday inn’ ჩატარდება კონფერენცია სახელწოდებით ‘Associated to Horizon 2020: what’s next - ‘From Association to impact generation’. 

კონფერენცია დაგეგმილია პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი - IncoNet EaP ფარგლებში, იგი დაეთმობა საქართველოს ასოცირებას პროგრამასთან ,,ჰორიზონტი 2020“ და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას. 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენელბი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. 

კონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მომხსენებლებს შორის არიან კოლეგები ესტონეთიდან (ესტონეთის კვლევის საბჭო), ავსტრიიდან (სოციალური ინოვაციის ცენტრი), მოლდოვადან (მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პროექტების ცენტრი), პოლონეთიდან (პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტი), საერთაშორისო ორგანიზაციიდან - რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ხელშეწყობის ცენტრი.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე. კონფერენციის ორგანიზატორები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საერთაშორისო პარტნიორები 

კონფერენციის სამუშაო ენაა  ინგლისური.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულის მეშვეობით.