შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარების სერია - „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „Family Shares “ფარგლებში

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი „Caliper“-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვებინარების  სერიის მესამე სესიაში,  თემაზე: „Families_Share: ტექნოლოგიების მიერ მართული ბავშვზე ზრუნვის ინოვაციური მეთოდები“. ვებინარები ორგანიზებულია „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის Family Shares ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია სოციალური ქსელისა და საინფორმაციო პლატფორმის შექმნა, რაც დაეხმარება საზოგადოებას  ბავშვებზე ზრუნვასა და  ცხოვრების ბალანსის დაცვაში.

ვებინარის მესამე სესია ეხებოდა ევროპის ქალაქებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული სტრუქტურების მიერ  პროექტით გათვალისწინებული მიდგომების მხარდაჭერას და მის ეფექტურობას საზოგადოებრივი ყოფიერებისთვის. სესიაში წარმოდგენილი იყო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორებისა და მშობლების პრეზენტაციები Families_Share - ის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს პროექტის გავლენის  ზოგადი შეფასება და ძირითადი რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის და მიმართულების შესამუშავებლად.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.