შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2016 წლის სტაჟირების კონკურსის შედეგები

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების: 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირდა  55 საპროექტო განაცხადი.

კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად კონკურსიდან მოიხსნა ერთი  საგრანტო განაცხადი (პროექტის შიფრი IG/1/6/16 ).

2016 წლის 13 ივნისს  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გენერალური დირექტორის 2016  წლის 01 ივნისის N106 ბრძანებით ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში შემოსული საგრანტო განაცხადების, შეფასების მიზნით,  შემფასებელი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ"  დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი პროექტების შემფასებელი კომისიის სხდომა.

საკონკურსო კომისიამ შემოსული საპროექტო განაცხადები შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის  N120 დადგენილებით დამტკიცებული დებულების N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბისად და  დასაფინანსებლად  გამოავლინა 30 საგრანტო განაცხადი.

გენერალური დირექტორის ბრძანება  მოხსნილი პროექტის შესახებ  

გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების „კონკურსში გამარჯვებული პროექტები

,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების“ კონკურსის  რანჟირებული სია