2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსით დაინტერესებულთათვის!
მოგახსენებთ, რომ ფონდის მიერ გამოცხადებული მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კონსულტირების პროცესში, გამოვლინდა გარკვეული დაზუსტებების გაკეთების საჭიროება კონკურსის პირობებში. ამ მიზნით, შევიდა ცვლილება "2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ" სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის N43 ბრძანებაში.