2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩის“ დეტალური ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
ა) კონკურსის პირველ ეტაპზე საგანაცხადო ფორმა და კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge.
ბ)კონკურსის პირველ ეტაპის შევსებული საგანაცხადო ფორმა წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში.
გ)საკონკურსო კომისია წარდგენილ და კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
დ) კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა პროექტის აღწერილობა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (PDF ფაილის სახით)კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge.
ე) სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.
ვ) პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ მიუთითებს პროექტის შიფრს: leo/…/…/18 რომელიც მიენიჭება პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და დაადასტურებს ხელმოწერებით.
ზ) ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობის შესახებ“, საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.
- პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი) აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) გამოგონების/კვლევის სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;
ბ)გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;
გ) დასკვნა.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეაფასებს უკვე დასრულებულ საუკეთესო ნამუშევრებს და შეარჩევს კონკურსში გამარჯვებულებს კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
კონკურსი განხორციელდება შემდეგი განრიგით:
ა) კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული საგანაცხადო ფორმის წარდგენა შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის - 10 აპრილის 16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის პირველი ეტაპის საგანაცხადო ფორმა ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი იქნება ფონდში 18 აპრილის 16:00 სთ-მდე.
ბ) საკონკურსო კომისია გამოავლენს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს არაუგვიანეს 2018 წლის 11 მაისისა.
გ) კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge 2018 წლის 14 მაისიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში 2018 წლის 10 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე.
ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
დ) მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის ფინალისტებს არაუგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა.
ე) საკონკურსო კომისია საკონკურსო გამოფენაზე გამოავლენს გამარჯვებულებს არაუგვიანეს 2018 წლის 15 ნოემბრისა.