შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პირველი ეტაპის შედეგები

სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს  სამეცნიერო ფონდში 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით   დარეგისტრირდა 41  საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

  • მათემატიკა-2 საკონკურსო განაცხადი
  • ინფორმატიკა 2 საკონკურსო განაცხადი
  • ფიზიკა-3 საკონკურსო განაცხადი
  • ქიმია-12 საკონკურსო განაცხადი
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები-1 საკონკურსო განაცხადი
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები-2 საკონკურსო განაცხადი
  • ეკოლოგია-6 საკონკურსო განაცხადი
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები-5 საკონკურსო განაცხადი
  • აგრარული მეცნიერებანი-8 საკონკურსო განაცხადი 

კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 07  მაისის N 52 ბრძანებით 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო  განაცხადების მოხსნის შესახებ“ კონკურსიდან მოიხსნა ოთხი   საკონკურსო  განაცხადი (პროექტის შიფრები:  SCR/ 23/7/2018 , SCR/ 26/ 9 /2018;  SCR/ 34/  4/2018 ;  SCR/ 40/ 7/2018).

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  მეორე ეტაპზე გადავიდა  15 პროექტი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობა იყო პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 25 მაქსიმალური ქულიდან 17 ან მეტი ქულის მიღება.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები, მაისის თვეში  პრეზენტაციებით წარდგებიან საკონკურსო კომისიის წინაშე.