2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ელექტრონული რეგისტრაციის წესი
- კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება 2 ეტაპად.
- კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: scr@rustaveli.org.ge 2018 წლის 18 აპრილის 16:00 სთ-მდე;
- განცხადება „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 23 აპრილის 16:00 სთ-მდე.
- ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
- ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
- ფონდი არ ანაზღაურებს პროექტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.
- პროექტი არ განიხილება, თუ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტი არ იქნება წარმოდგენილი ვადების დაცვით ელ. ფოსტაზე, ხოლო ხელმოწერით დადასტურებული განცხადება - ფონდის კანცელარიაში.
- კონკურსის საბოლოო შედეგები ფონდის ვებგვერდზე გამოცხადდება 2018 წლის ივნისში.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი
- კონკურსის გამოცხადება 2018 წლის 23 იანვარი
- ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში:
- 2018 წლის 22 თებერვალი 16:00 სთ;
- 2018 წლის 16 მარტი, 16:00 სთ;
- ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 5 აპრილი.
- ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 18 აპრილის 16:00 სთ;
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 23 აპრილის 16:00 სთ;
- კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2018 წლის 4 მაისამდე;
- მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2018 წლის მაისის თვეში;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2018 წლის ივნისის თვეში.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge,
ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა goguadze@rustaveli.org.ge
დავით ჩიჩუა, ელ.ფოსტა chichua@rustaveli.org.ge
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე