შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის(CARYS) მონაწილეთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად, ხუთი საერთაშორისო ექსპერტისაგან შემდგარმა შესარჩევმა კომისიამ განიხილა კონკურსში მონაწილე იმ პროექტების საკითხი, რომელთა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 25 ან/და ნაკლები ქულა.

შესარჩევმა კომისიამ გადაწყვიტა: კონკურსის მეორე ეტაპზე არ გადავიდეს არც ერთი პროექტი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპზე შეფასდა 25 ან/და ნაკლები საშუალო ქულით.

 კონკურსის შეფასების მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული პრეზენტაციები გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 22-25 ივნისს.

 იხილეთ პრეზენტაციების განრიგი

 ყურადღება!

შესარჩევი კომისია პრეზენტაციებს მიიღებს და შეფასებას განახორცილებს დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ ვიდეო კომუნიკაციის საშუალებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

თითოეული პროექტის პრეზენტაციისათვის დროის რეგლამენტი:

10 წუთი პრეზენტაცია (რეგლამენტის მკაცრი დაცვით);

10 წუთი კითხვა-პასუხი (ამის შემდეგ აპლიკანტი ტოვებს დარბაზს);

10 წუთი კომისიური განხილვა.

პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში მეხსიერების ბარათის საშუალებით.

პრეზენტაციების განმავლობაში ფონდში დაიშვება ერთდროულად მხოლოდ 3 გრანტის მაძიებელი (პრეზენტატორი და მაქსიმუმ ორი თანმხლები).

რეკომენდებულია, აპლიკანტები ფონდის ეზოში გამოცხადდნენ პრეზენტაციამდე 30 წუთით ადრე. 

სავალდებულოა, გრანტის მაძიებლებმა დაიცვან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.

გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ პრეზენტაციების განრიგი და რეგლამენტი!