შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

2019 წლის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ შედეგები

გამოვლინდა  2019 წლის  “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ გამარჯვებული პროექტები.

საკონკურსო კომისიამ კონკურსში წარდგენილი  30 პროექტი  შეაფასა   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აგვისტოს N176/ნ ბრძანებით დამტკიცეული დებულების „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“  მე-14 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის „2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 25 ოქტომბრის N114 ბრძანების შესაბამისად.

იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  № 139 გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ.

გამარჯვებული პროექტები

 

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში არ წარმოდგენის შემთხვევაში, არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება გამარჯვებულ აპლიკანტებთან!

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS) მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან.