შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 44 საპროექტო  განაცხადი, მათგან 1 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე პროექტები (სულ 43) შეფასდა კომისიის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს  №179/ნ   ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

გამარჯვებულები გამოვლინდა ფონდის გენერალური დირექტორის  3 დეკემბრის  №143 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დაფინანსების წესის მიხედვით. გამარჯვებულად გამოვლინდა 5 პროექტი.

იხილეთ: რანჟირებული სიები ლოტების მიხედვით და ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 9 დეკემბრის N146 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 3 სამუშაო დღეში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).