შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2020 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

11  ნოემბერს, 18:00  საათზე  დისტანციურ რეჟიმში  გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების  დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ”კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით.

კონკურსის  წარმატებულ მონაწილეებს სიტყვით მიმართა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა და შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ჯაბა სამუშიამ.

კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ  პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.

I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

გვარი სახელი: გიგი გუგუნავა

ნია ნორაკიძე

დიმიტრი გულუა

პროექტი: "რიგის კონტროლის სისტემა"

სკოლა: წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

ზგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა

 

II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

გვარი სახელი: როსტომ ნიორაძე

ნიკოლოზ თავდიშვილი

ზურა კოპაძე

პროექტი: წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის

 

სკოლა: შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა

"კოლეჯი მერმისი“

 

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

გვარი სახელი: გელა კუხიანიძე

ნინიკო შარია

გეგა შავდათუაშვილი

პროექტი: დისტანციური დიაგნოსტიკა

სკოლა: ქართულ ამერიკული სკოლა - პროგრესი

ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლა

შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

ასევე,  თიბისი ბანკისგან , რომელიც კონკურსის ოფიციალური პარტნიორია 5 წლის მანძილზე , პირველი ადგილის მფლობელები   დააჯილდოვა სპეციალური სტიპენდიით.

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი “   რუსთაველის  ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსია, რომელიც 10 წელია ტარდება.  კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის,   ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ  მოსწავლეების  ინტერესის გაღვივება,  ის  ღია კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.  კონკურსში მონაწილეობენ სახელმწიფო და კერძო სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეები.