შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

29 ნოემბერს  გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2021 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ონლაინ ცერემონია. კონკურსის წარმატებულ  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და  გამარჯვებულები წარადგინეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა,    ჯაბა სამუშიამ;  გამარჯვებულები დააჯილდოვეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა,  ნინო წერეთელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა.

გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები: გრანპრის მფლობელები გახდნენ  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის  მოსწავლეები დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, ლიზა სორდია, (პროექტი  „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“),  I ადგილზე გავიდნენ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის,  ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მე-10 კლასის  მოსწავლეები საბა ხაბურზანია, ანი ესართია, დავით რუსია, (პროექტი „თერმული წყლები“),  მეორე ადგილი მოიპოვეს ქ. ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-11  კლასის   მოსწავლემ ნიკა ყუფარაძემ და ქ. ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის #7 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ პერანიძემ (პროექტი YourDriveIO), ხოლო მესამე ადგილი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS -ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ, ირაკლი რაზმაძემ (პროექტი „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“).

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით და სტიმულს აძლევს მათ, თავიანთი მომავალი მეცნიერებას დაუკავშირონ.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა კონკურსის მონაწილეებს, მენტორებს, საკონკურსო კომისიის წევრებს,  ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალგაზრდები კვლავ დიდ ინტერესს იჩენენ ამ ტრადიციული პოპულარული  კონკურსის მიმართ და  მისი  გეოგრაფია სულ უფრო იზრდება; ფონდის გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა  იმ ფაქტზე, რომ  წინა წლების კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა,  დღეს  წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელმა, ნატა სულაქველიძემ  სპეციალური  პრიზის დააწესა  კონკურსის წარმატებული მონაწილეთათვის, იქმნება  ალუმნების ქსელი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,MACS ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე  (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი); ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი  მერაბ კუცია, თიბისი ბანკის  ბრენდის ანალიტიკის ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი, კომპანია NovelVisio -ს თანადამფუძნებელი ნატა სულაქველიძე, რომლებმაც სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს კონკურსის წარმატებული მონაწილეები. პროექტის ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკი.

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“  რუსთაველის  ფონდის  პოპულარული ტრადიციული კონკურსია, რომელიც  ყოველწლიურად ტარდება.