შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

2021 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შედეგები

წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა იასპარეზეს ხუთ მიმართულებაში: ინფორმატიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებები წელს ეროვნული ოლიმპიადების მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრებით გაიმართა  დამატებითი ორი შესარჩევი ტური, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

ოლიმპიადის შედეგები მიმართულებების მიხედვით ასე განაწილდა:

ინფორმატიკის 33-ე საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადაზე, რომელიც 20-27 ივნისს, (სინგაპური) დისტანციურად ჩატარდა, გიორგი ნადარეიშვილი  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე ბრინჯაოს სიგელით დაჯილდოვდა.

ბიოლოგიის 32-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე, რომელიც 19-22 ივლისს (პორტუგალია) დისტანციურად ჩატარდა, გიორგი პაპულაშვილი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

მათემატიკის 62-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე, რომელიც 14-24 ივლისს, (სანქტ-პეტერბურგი) დისტანციურად ჩატარდა, ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი  1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს და 1 საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე მიხეილ კვინიკაძე.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანა ონოფრიშვილი და ზაურ ბოკელავაძე  - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა; დემეტრე გელაშვილი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა - მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა  თორნიკე ბერაია - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.

ფიზიკის 51-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე, რომელიც 17-25 ივლისს, (ლიეტუვა) დისტანციურად ჩატარდა, საქართველოს ნაკრები გუნდი 4 ბრინჯაოს მედლით და 1 საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ირაკლი უგულავა, ანდრია მანჯავიძე, ნიკოლაი მალცევი  და დაჩი ჭოტაშვილი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ნიკოლოზ ნიკურაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.

ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე, რომელიც 25 ივლისი - 2 აგვისტოს, (იაპონია)დისტანციურად ჩატარდა, საქართველოს ნაკრები გუნდი 3 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ქეთი პერანიძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა, ნინი აბესაძე - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა და იოანე კაპანაძე - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში.