შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგები

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში ვადების დაცვით დარეგისტრირდა 50 საკონკურსო განაცხადი სახელობითი სტიპენდიის კატეგორიების შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

1. ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით - 17 საკონკურსო განაცხადი

2. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მიმართულებით - 5 საკონკურსო განაცხადი

3. ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით - 2 საკონკურსო განაცხადი

4. დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - 4 საკონკურსო განაცხადი

5. დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - 13 საკონკურსო განაცხადი

6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - 5 საკონკურსო განაცხადი

7. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით - 4 საკონკურსო განაცხადი

 

საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის N144 ბრძანებით დამტკიცეული კონკურსის წესის მე-12 მუხლით დადგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა გამარჯვებული შვიდი ახალგაზრდა მეცნიერი.

ფონდის გენერალური დირექტორის №184 ბრძანება გამარჯვებული კანდიდატების დამტკიცების შესახებ.

ცვლილება N 184 ბრძანებაში

საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადები.