შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნირო გრანტების კონკურსზე მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC). პროექტების შეფასება ხორციელდება 3 ეტაპად:

1. თითოეული პროექტი შეფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;

2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebuttal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);

3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი / დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 14 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე კონკურსანტებს გაეხსნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი.

კონკურსში მონაწილე პროექტის ხელმძღვანელებს გთხოვთ, აკონტროლოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელ. ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF-SC), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო კონფიდენციალური ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს 9 და 10 ნოემბერს, 16:00 საათზე.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტით.