შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შუალედური შედეგები!

2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 515 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 471 პროექტი.

იხილეთ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის  N105 ბრძანება.

ცვლილება ფონდის დირექტორის  2022 წლის 9 ივნისის  N105 ბრძანებაში

 "ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ" სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 9 ივნისის N105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ  ფონდის გენერალური დირექტორის  2022 წლის 13 ივლისის  ბრძანება N 133