შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის” - პირველი ეტაპის შედეგები

2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის“ -პირველ ეტაპზე დარეგისტრიდა 29 საკონკურსო განაცხადი.

კომისიამ საკონკურსო განაცხადები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 2 თებერვლის N10 ბრძანებით დამტკიცებული პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 24 საკონკურსო განაცხადი.

იხილეთ კონკურის მეორე ეტაპზე დაშვებული განაცხადები.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ კონკურსის მეორე ეტაპის სარეგისტრაციო ვადები:

2023 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

2023 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში იხილეთ

2023 წლის კონკურსის გამოცხადების ბმული

გისურვებთ წარმატებებს!