2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ - საბოლოო შედეგები
2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის“ - კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 12 ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგნენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებით.
კომისიამ კონკურსის ფინალზე წარმოდგენილი 12 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 2 თებერვლის N10 ბრძანების მე-7 დანართის - კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების - შესაბამისად და გამოავლინა 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები.
გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელი გუნდი:
პროექტის შიფრი: Leo/11/19/23
რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი
სკოლა: ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა; ბრიტანულ-ქართული აკადემია; British international school of Tbilisi
I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელი გუნდი:
პროექტის შიფრი: Leo/20/28/23
BCD - ტვინით მართვადი დრონი
სკოლა: ქ. ქუთაისის #4 საჯარო სკოლა; ქ. ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა;
II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელი გუნდი:
პროექტის შიფრი: Leo/10/18/23
ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება
სკოლა: ქ. თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლა
III ადგილისა და 2 000 ლარის მფლობელი გუნდი:
პროექტის შიფრი: Leo/9/17/23
ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა
სკოლა: ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი"; მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარის საჯარო სკოლა; ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა
საპრიზო თანხა თანაბრად განაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე.
2023 წლის კონკურსის შედეგები - საინჟინრო და კვლევების მიმართულება.