შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსისათვის ფონდის გენერალური დირექტორის 23 თებერვლის #10 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის პირობების მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation, ESF) 3 ეტაპად:

1. თითოეული პროექტის შეფასება 2 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;

2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის (ე.წ. Rebutal) მომზადება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ (იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებიან ექსპერტის მოსაზრებას);

3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელების განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე დასრულდა 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასების პირველი ეტაპი - საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ პროექტების შეფასება და იწყება შეფასების მეორე ეტაპი.

შესაბამისად, 2024 წლის 8 ნოემბრიდან (საქართველოს დროით 10:30 საათი) 15 ნოემბრის (საქართველოს დროით 19:00 საათი) ჩათვლით პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და სურვილის შემთხვევაში მოამზადონ განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხები.

გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისგან (ESF), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, 15:00 საათზე.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს პროექტის ხელმძღვანელები მიიღებენ ელექტრონული ფოსტით.

P.S. შეფასების პროცესის ეს მიდგომა ფონდმა დანერგა 2021 წელს.