2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის” - მეორე ეტაპის შედეგები
2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ მეორე ეტაპზე დარეგისტრირდა 24 საკონკურსო განაცხადი.
საკონკურსო კომისიამ კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 14 თებერვლის N8 ბრძანების მე-7 დანართის - ,,მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების“ - შესაბამისად.
იხილეთ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ - მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შეფასებები - კვლევებისა და საინჟინრო მიმართულება.
კონკურსის ფინალზე - საკონკურსო გამოფენაზე გადასასვლელად აუცილებელი პირობაა პროექტმა (1,2,3,4 კრიტერიუმებში) მიიღოს 40 ან მეტი ქულა.
კონკურსანტებს მორე ეტაპის შეფასება გაეგზავნებათ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!