შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში (GMUS-ში) ვადების დაცვით დარეგისტრირდა 472 საკონკურსო განაცხადი. აქედან ფონდის კანცელარიაში ვადების დაცვით განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შემოვიდა 464 პროექტზე. ტექნიკურის ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა წარმოდგენილი პროექტების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და კონკურსის შეფასების ეტაპზე გადავიდა 421 პროექტი. შეფასების ეტაპზე, განცხადების საფუძველზე, კონკურსიდან მოიხსნა 1 პროექტი. კონკურსში მონაწილე 420 პროექტი შეფასდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:

  1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
  2. პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
  3. თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხების გათვალისწინებით.

 

ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ,,2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობების და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 3 აპრილის N36 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ 2025 წლის კონკურსში მონაწილე პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესის’’ შესახებ დანართი N13 შესაბამისად და დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი.

 

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 25 თებერვლის N219837 ბრძანება.

გამარჯვებული პროექტების სია

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გამარჯვებულმა წამყვანმა და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციებმა არაუგვიანეს 2026 წლის 10 მარტის 18:00 საათისა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში - ფონდი) კანცელარიაში  უნდა წარმოადგინონ ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 25 თებერვლის N219837 ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები, დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ამავე ბრძანებაში.

გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!