შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2025 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2025  წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  კონკურსის (AR) შეფასების პირველი ეტაპი - ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება განხორციელდება 9, 10, 11 და 13 ივნისს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა ჯგუფი შეფასებას ახორციელებს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ან/ და ძირითადი პერსონალის ზეპირი მოხსენების/პრეზენტაციის საფუძველზე. თითოეული პროექტის პრეზენტაციას დაეთმობა არაუმეტეს 15 წუთი კითხვა-პასუხის ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ რეგლამენტი მკაცრად იქნება დაცული.

იხილეთ პრეზენტაციების განრიგი.

განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სხდომას დაესწროთ ონლაინ შემდეგი ბმულის საშუალებით:

https://teams.microsoft.com/meet/4902959017552?p=06HY7TvAuBklAc4VaT

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდში უნდა მობრძანდეთ თქვენი პრეზენტაციის დაწყების უშუალო დრომდე 15 წუთით ადრე.

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!