2025 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის” შედეგები
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 53 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 48 პროექტი.
კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საკონკურსო კომისიის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 18 დეკემბრის N222 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ;
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) სამ სამუშაო დღეში.
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!