შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ საბოლოო შედეგები

2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 პროექტი, რომელთა ავტორებიც საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგნენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებით.
საკონკურსო კომისიამ საკონკურსო გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 14 თებერვლის N11 ბრძანების მე-7 დანართის - კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების - შესაბამისად და გამოავლინა 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები.
გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
შიფრი: LEO/17/27/25
პროექტის სახელწოდება:  ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის
სსიპ ვლადიმირ კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, XII კლასი
XII კლასი
I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
შიფრი: LEO/17/09/25 
პროექტის სახელწოდება: ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, X კლასი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (თბილისი), XI კლასი
II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
შიფრი:  LEO/45/39/25
პროექტის სახელწოდება: ამინომჟავებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ფენოლური ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა
შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა, XII კლასი
 
III ადგილისა და 2 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
შიფრი: LEO/16/55/25
პროექტის სახელწოდება: პეროქსიდას, როგორც ეკოფერმენტის როლი საღებავებით დაბინძურებული წყლის ბიორემედიაციაში
ქ. თბილისის N20 საჯარო სკოლა, XI კლასი
კონკურსის პირობების თანახმად, ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში, შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის.
კონკურსის მონაწილეებს საკონკურსო ფინალის შეფასებები ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!