2025 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2025 წლის 21 სექტემბერს rustaveli.org.ge დომენის და მისი ყველა ქვედომენის (მათ შორის gmus.rustaveli.org.ge) რამდენიმე საათით გათიშვის გამო გახანგრძლივდა GMUS ბაზაში ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ვადა.
შესაბამისად, ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 22 სექტემბრის N143 ბრძანებით, 2025 წლის 22 სექტემბრის 16:00 საათის ნაცვლად პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 22 სექტემბრის 24:00 საათამდე.
გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 22 სექტემბრის N143 ბრძანება.