2025 წლის “ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის” შედეგები
2025 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) ვადების დაცვით (2025 წლის 22 სექტემბრის 24:00 საათი) დარეგისტრირდა 44 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში ვადების დაცვით (2025 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათი) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარმოადგინა 38 პროექტის ხელმძღვანელმა.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 34 პროექტი.
კონკურსში მონაწილე 34 პროექტი შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 27 სექტემბრის №153/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
იხილეთ: · ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 15 დეკემბრის N220 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2025 წლის 17 დეკემბრიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!